მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზაუტაშვილი ონლაინ გამოცემა On.ge-ს ახალი დირექტორი იქნება

ნინო ზაუტაშვილი

ნინო ზაუტაშვილი ონლაინ გამოცემა On.ge-ს ახალი დირექტორი იქნება.

დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. 21-ე საუკუნის მედიას საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს, ჩვენს ქვეყანაში ამას ემატება ის კანონები, რომელიც დიდი პროტესტის ფონზე იქნა მიღებული. თუმცა, არის კარგი გუნდი, კარგი იდეები და იმედი მაქვს, გავუმკლავდებით. ჩემთვისაც სრულიად ახალი და საინტერესო გზა იწყება და ერთი რაც ზუსტად ვიცი, მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდები საქმეს.

On. ge სხვადასხვა და ძალიან საინტერესო მიმართულებებს განავითარებს. ვიმედოვნებ, გამოგვივა“, - ამბობს ის მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

ნინო ზაუტაშვილი რეალური სივრცის“ ყოფილი წამყვანია. ის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან მიმდინარე წლის აპრილში გაათავისუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები