მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინოშვილის N57-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

5d53afa8b3afe
თელარა გელანტია
14.08.19 10:50
484
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოშვილის N57-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება.

მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 35 ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ფინეზა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის ათი საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ცხრა მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები