საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯოლარის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება ქ. ნინოწმინდის მაგისტრალური მილი, საქლორატოროები და ორი რეზერვუარი, ასევე, სოფელ კათნატუს, დიდი ხანჩალის, სოფელ ოროჯოლარისა და ქ. ნინოწმინდის წყალგამანაწილებელი ქსელი და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
დღეის მდგომარეობით, ფიზიკური სამუშაოების 10%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
როგორც წყალმომარაგების კომპანია იტყობინება, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქ. ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სამი სოფლის, ჯამში 7400-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მოხმარდება.