მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

5c3593f25e027
თელარა გელანტია
09.01.19 10:25
942
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მისივე ინფორმაციიით, აღნიშნული მიზეზით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები