მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გზის რეაბილიტაციისთვის თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ისესხებს

5a9abc03a1da1
მარი როჭიკაშვილი
04.03.18 13:00
1319
საქართველოს მთავრობამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული სასესხო შეთანხმების საფუძველზე, გზის რეაბილიტაციის მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის მიცემის გადაწყვეტლება მიიღო .

როგორც bm.ge –ს რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, სესხის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფას არ გამოიწვევს და არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო დახარჯვით ნაწილებზე. პროექტის განხორციელების მიზნით, ამავე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტი მიიღებს გრანტს. თუმცა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რა მოცულობის თანხებზეა საუბარი და აცხადებენმ რომ EBRD-თან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

სამინსტროს ინფორმაციით, სოფელ ეშტიის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საფარი იმდენად დაზიანებულია, რომ ტრანსპორტისა და ადამიანების გადაადგილება უკიდურესად გართულებულია, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის. ასევე ხელი ეშლებათ სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 4.5 კმ სიგრძის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საავტომობილო გზით ისარგებლებს ქალაქ ნინოწმინდის და ოთხი სოფლის 4200 მაცხოვრებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები