მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nintendo-ს მოგება გაიზარდა

Nintendo

7 ნოემბერს ვიდეო თამაშების კომპანია Nintendo-მ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, წმინდა მოგების 18%-იანი ზრდა გამოაცხადა. აღნიშნული ზრდა კომპანიის ფილმის Super Mario-ს დამსახურებაა, რომელმაც კომპანიის გაყიდვები გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

ვიდეო თამაშების გიგანტის Nintendo Co.-ის აპრილი-სექტემბრის მოგებამ, თითქმის 271,3 მილიარდი იენი (1,7 მილიარდი ევრო), შეადგინა, ეს რიცხვი წინა წლის იმავე პერიოდში 230 მილიარდი იენი იყო.

კომპანიის თამაშებს შორის, რომლებიც ფილმის გამოსვლის შემდეგ კარგად გაიყიდა, იყო "Mario Kart 8 Deluxe". ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული თამაშის 3.2 მილიონი ერთეული გაიყიდა.

Nintendo-ს წლევანდელი ფილმი Super Mario, რომელიც ვიდეო თამაშზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ანიმაციური ფილმია Frozen 2-ის შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის მოგების ზრდას ასევე დაეხმარა მაისში გამოშვებული თამაშის The Legend of Zelda: Tears of the Kingdom-ის პოპულარობა. მსოფლიოში აღნიშნული თამაშის 19,5 მილიონი ერთეული გაიყიდა. ამასთან, ასევე პოპულარული იყო თამაში Pikimin 4, რომელიც გაყიდვაში ივლისში გამოვიდა.

კომპანიის წმინდა მოგების ზრდის შემდეგ, Nintendo-მ სრული წლის მოგების პროგნოზი 340 მილიარდი იენიდან 420 მილიარდ იენამდე გაზარდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები