მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nissan-ის შეფი თანამდებობას ტოვებს

5d75f2cc21415
მიხეილ ხაჩიძე
09.09.19 23:30
768
იაპონიური ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Nissan-ის  შეფი გადადგომას აპირებს. როგორც Reuters იუწყება, ჰიროტო საიკავამ პოსტის დატოვების შესახებ სურვილი უკვე დააფიქსირა.


"ნისანის’’ დირექტორმა იაპონურ გაზეთ „Nikkei“-ს განუცხადა, რომ მას სურს პასუხისმგებლობა უკვე სხვა თაობებს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით Nissan-ში ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა Reuters-ის ცნობით,  საიკავა პოსტს 16 სექტემბერს დატოვებს, მის   მოვალეობებს კი დროებით აღმასრულებელი დირექტორი იასუჰირო ამაუტი შეასრულებს.  


შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჰიროტო საიკავა სკანდალში გაეხვა. "ნისანის’’ პირველი პირის  სახელფასო გადასახადებთან დაკავშირებით, გამოძიების შიდა კომიტეტმა მასობრივი დარღვევები აღმოაჩინა. გაირკვა ისიც, რომ Nissan-ის ბოსმა 2013 წელს 400 000 ევროს ოდენობის პრემია მიიღო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები