მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიტექსი“ ახალი სამკერვალოს აშენებას იწყებს, ინვესტიცია $4 მილიონამდეა

61d2f233d0bf2
ლიკა გურაბანიძე
04.01.22 10:20
958
სამკერვალო „ნიტექსი“ მიმდინარე წლის მარტიდან თბილისში ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ინვესტიციის მოცულობა 3-4 მლნ დოლარია და 2023 წლიდან ახალ სამკერვალოში მინიმუმ 400 მკერავი დასაქმდება.

როგორც “ნიტექსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზბარ მანაგაძემ bm.ge-სთან განაცხადა, წარმოების ზრდა ბრუნვის 400%-იან მატებას გამოიწვევს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, 2023 წლიდან ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ.

ელიზბარ მანაგაძის თქმით, პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ ექსპორტზე მხოლოდ უნიფორმებს გაიტანენ.

“როდესაც ახალი ქარხნის მშენებლობას დავასრულებთ, ჩვენი წარმოება უფრო მრავალფეროვანი გახდება. მაგალითად, პრემიუმხარისხის ქსოვილები გვექნება და უნიფორმების ექსპორტს ევროპაში განვახორციელებთ. თავდაპირველად ექსპორტზე უნიფორმებს რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში გავიტანთ.

უნიფორმების გარდა ქალის და მამაკაცის პრემიუმხაზი გვექნება, ასევე უფასო აკადემიას დავაფუძნებთ, სადაც მსურველებს ყველანაირ საქმეს შევასწავლით. რაც შეეხება ინვესტიციას, მას როგორც პირადად, ასევე EBRD-დან და “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში მოვიზიდავთ“, - აღნიშნა ელიზბარ მანაგაძემ.

მისივე თქმით, კომპანიაში თებერვლიდან ხელფასები 10%-ით გაიზრდება. ამჟამად, თანამშრომლების ხელფასების ოდენობა 700-დან 1000-ლარამდე თანხას შეადგენს.

“ნიტექსი” 1970 წელს დაფუძნდა და 2007 წლიდან უნიფორმებს კერავს. მის ანგარიშზე ანგარიშზეა პატრულის, შემოსავლების სამსახურის, "თეგეტა მოტორსის" და "გალფის" უნიფორმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები