მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნიტექსი” წარმოებას აფართოებს - "2022 წელს მინიმუმ 400 მკერავს დავასაქმებთ"

617bbb42d033b
ლიკა გურაბანიძე
29.10.21 23:00
937

2022 წლიდან სამკერვალო “ნიტექსი” წარმოებას აფართოვებს და 2022 წელს მინიმუმ 400 მკერავს დაასაქმებს. როგორც “ნიტექსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზბარ მანაგაძემ განაცხადა, წარმოების ზრდა ბრუნვის 400%-იან მატებას გამოიწვევს. 2022 წლიდან საექსპორტო ბაზრებს აითვისებენ. პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ მხოლოდ უნიფორმებს გაიტანენ.

“2022 წელს ახალი წარმოების მშენებლობას დავიწყებთ, ჩვენი წარმოება უფრო მრავალფეროვანი გახდება. მაგალითად, პრემიუმ ხარისხის ქსოვილები გვექნება და უნიფორმების ექსპორტს ევროპაში განვახორციელებთ, რათა ტენდერებზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები, ეს არასტაბილურია. ასევე მოდის მიმართულების განვითარებას ვაპირებთ, რათა ახალგაზრდა დიზაინერებს ხელი შევუწყოთ. მე და ჩემი გუნდი უკვე 4 წელია ამისთვის ვემზადებით და პროცესი დაძრულია. ინვესტიციის მოცულობა 3-4 მლნ დოლარი იქნება, რასაც როგორც პირადად, ასევე EBRD-დან და “აწარმოე საქართველოში” პროგრამიდან მოვიზიდავთ. ძველი და ახალი დანადგარებით წარმოებას 4-ჯერ გავზრდით.” - განმარტა მანაგაძემ.

ელიზბარ მანაგაძის თქმითვე, პანდემიის პერიოდში კომპანიის ბრუნვა ორჯერ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. წლის დახურვაც მზარდი მაჩვენებლებით იგეგმება. ამჟამად თანამშრომლების ხელფასების ოდენობა 700-დან 1000-ლარამდე თანხას შეადგენს, რისი გაზრდაც 2022 წლის პირველი კვარტლიდან იგეგმება.

“ნიტექსი” 1970 წელს დაფუძნდა და 2007 წლიდან კი უნიფორმებს კერავს. მის ანგარიშზეა პატრულის, შემოსავლების სამსახურის, "თეგეტა მოტორსის" და "გალფის" უნიფორმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები