მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ-იორკიდან ბათუმამდე: როგორ ქმნის ამბასადორის კუნძული და SHoP Architects საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ახალ ეპოქას

როგორ ქმნის ამბასადორის კუნძული და SHoP Architects საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ახალ ეპოქას
21.04.26 15:24
395

ამბასადორი აილენდ ბათუმის” სახით სანაპირო ზოლზე ახალი გლობალური მიზიდულობის წერტილი იქმნება. პროექტი, რომელიც მასშტაბითა და შინაარსით სცილდება რეგიონულ ფარგლებს, ქვეყნის განვითარების ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს შლის. “ამბასადორი ჯგუფს” და ამერიკულ არქიტექტორულ კომპანია SHoP Architects შორის ხელი მოეწერა არქიტექტურული და ფასადური პროექტირების სახელმძღვანელო (Façade Design Guideline/Book) ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ერთიანი არქიტექტურული კონცეფციისა და დიზაინ-კოდის შემუშავებას, ამბასადორი აილენდ ბათუმის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი არის პროექტის არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელიც ადგენს მშენებლობის ერთიან ესთეტიკურ კოდს, უმაღლესი ხარისხის სისტემურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს კუნძულის, როგორც ერთიანი მსოფლიო დონის არქიტექტურული შედევრის, გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამბასადორის კუნძულის სახით იქმნება ინოვაციური ურბანული ეკოსისტემა - მომავლის ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, სმარტ-არქიტექტურას და ცხოვრების თანამედროვე ტემპს ერთ სივრცეში აერთიანებს.

ნიუ-იორკში დაარსებული SHoP Architects ხუთ კონტინენტზე ოპერირებს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ არქიტექტურულ გაერთიანებად მიიჩნევა. ჯერ კიდევ 2014 წელს, Fast Company- ისინი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელა, ხოლო მათი ნამუშევრები დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) მუდმივ კოლექციაშია დაცული.

SHoP-ის პორტფოლიო მსოფლიო არქიტექტურის სიმბოლოებს აერთიანებს: ბრუკლინის საკულტო Barclays Center, ნიუ იორკის მსოფლიოს ყველაზე მწვრილი ცათამჯენი 111 West 57th Street და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების სათავო ოფისები, როგორიცაა Google და Uber. კომპანიის ხელწერა ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის განუყოფლობაა - შედეგი ყოველთვის ერთიანი, მონუმენტური მთლიანობაა, რომელიც გარემოს კონტექსტს ცვლის.

ამბასადორი აილენდ ბათუმის მეშვეობით, საქართველო მკვიდრდება იმ პრესტიჟულ გეოგრაფიულ არეალში, სადაც აქამდე მხოლოდ ნიუ-იორკი, ლონდონი, დუბაი ან სინგაპური დომინირებდნენ.

ათწლეულების განმავლობაში გლობალური არქიტექტურული ტრენდები მხოლოდ რამდენიმე მეგაპოლისზე იყო ორიენტირებული. დღეს ეს გეოგრაფია იცვლება. საქართველო აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო ინვესტიციების ან ცალკეული ბრენდების პასიური მიმღები - ამბასადორის კუნძულის სახით საქართველო პოზიციონირებს, როგორც უმაღლესი გლობალური სტანდარტის პროექტების ეკოსისტემის ინიციატორი.

ეს პროექტი არის მკაფიო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს და თავად შექმნას მომავლის არქიტექტურა, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები