მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ-იორკის ბიბლიოთეკის 300 000-მდე წიგნის ელექტრონული ვერსია უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა

578772caf2f94
BM.GE
14.07.16 14:40
2643
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის 300 000-მდე ელექტრონული წიგნის გადმოწერა უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა. ბიბლიოთეკამ ახალი აპლიკაცია წარადგინა, რომლის მეშვეობითაც წიგნების გადმოწერა IOS და Android მომხმარებელს შეეძლება. Daily Mail წერს, რომ აპლიკაციით სახელწოდებით SimplyE, მომხმარებელს წიგნების წაკითხვა სმარტფონებში შეეძლება, თუმცა ზოგიეთი წიგნის გადმოსაწერად მკითხველს დალოდება მოუწევს, მათ შორის Game of Thrones-ზე რაც მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული.
 
ნიუ-იორკის ბიბლიოთეკა სამომავლოდ აპლიკაციის ადაპტირებას Kindle-ზეც გეგმავს, მასთან წვდომისთვის მომხმარებელს ბიბლიოთეკის ბარათი დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები