ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი თბილისს ესტუმრა. როგორც სასტუმრო "ტელეგრაფი" სოციალურ ქსელში წერს, ერიკ ადამსმა ვიზიტის ფარგლებში სასტუმროში ნიუ-იორკის სუიტი გახსნა - სპეციალურად შექმნილი სივრცე, რომელიც ნიუ-იორკის ენერგიასა და თბილისის სულს აერთიანებს.
"ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის, როგორც კულტურული დიალოგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, მზარდ როლს და ორ ქალაქს შორის მეგობრულ კავშირს",- აღნიშნავენ "ტელეგრაფში".
ერიკ ადამსი თბილისს "სილქ როუდ ჯგუფის" და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ესტუმრა.




























