ენდრიუ ქუომომ შესაბამის კანონს ხელი უკვე მოაწერა. ახალი განკარგულებით, შტატების უდიდეს ქალაქში მცხოვრებ არალეგალ მიგრანტებს, რომლებსაც საბუთები არ გააჩნიათ, მართვის მოწმობის აღების საშუალება გამარტივებულად მიეცემათ.
კერძოდ, კანონპროექტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, ამერიკული საბუთების არქონის მიუხედავად, საგამოცდო ტესტები ჩააბარონ და ამერიკული მართვის მოწმობა მიიღონ, რეგისტრაციისთვის საკუთარ ქვეყანაში აღებული მართვის მოწმობა ან პასპორტიც კი საკმარისი იქნება; აქამდე ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სოციალური დაზღვევის ნომერი ან შტატების ვიზა იყო.
როგორც გუბერნატორმა განმარტა, გადაწყვეტილების შედეგად, უსაბუთო ადამიანების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაც გამარტივდება.
ნიუ-იორკი აშშ-ის მეცამეტე შტატია, სადაც არალეგალებისთვის მართვის მოწმობის მიღება დაკანონდა. ვარაუდობენ, რომ ახალი გადაწყვეტილებით 400.000 ადამიანი მიიღებს პროფიტირებას. კანონი ძალაში 180 დღეში შევა.

























