მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში ქართული ჩაი "მანნა" 2020 წლიდან გაიყიდება

5d8b665923132
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 19:00
2442
აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ექსპორტზე ქართული ჩაი „მანნა“ 2020 წლის დასაწყისში გავა.

როგორც BM.GE-ს ბიზნესმენმა, „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელმა ავთანდილ ჩხეიძემ განუცხადა, პარტნიორი კომპანიიდან, „მანნას“ საწარმოდან თავდაპირველად 500 კგ ან 1 ტონა ჩაის გატანა იგეგმება.

ამ ეტაპზე ჩაი „მანნა“ ნიუ-იორკში რამდენიმე რესტორანში და მაღაზიაში  სატესტო შემოწმებას გადის.

თავდაპირველად ერთი შეფუთვა (20 პაკეტი) ჩაი „მანნა“-ს ფასი ნიუ-იორკის ბაზარზე 2-დან 3-დოლარამდე იქნება. „ჰერეთი გლობალი" სამომავლოდ ამერიკის ბაზარზე დასაყენებელი ჩაის გატანასაც გეგმავს.

ავთანდილ ჩხეიძის თქმითვე, ჩაი ნიუ-იორკის შემდეგ ნიუ-ჯერსსა და კონექტიკუტში შევა.

„ბიზნესის გაფართოება გვსურს და გვინდა,  ნიუ-იორკის გარე შტატებში, ასევე სამხრეთ და დასავლეთ შტატების ბაზარზე გავიტანოთ. ავითვისოთ კალიფორნია და ჩიკაგო. სამომავლოდ, გვსურს ქსელურად განვითარება", - განაცხადა ჩხეიძემ.  

ამერიკის ბაზარზე კონკურენციაზე საუბრისას ავთანდილ ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად შეფუთვასთან დაკავშირებით „მანნას“ საწარმოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან კონკურენციის პირობებში გარკვეული სეგმენტის ასათვისებლად პროდუქტის შეფუთვას მნიშვნელობა ენიჭება.

2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ გაიხსნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები