ნიუ-იორკის ცნობილი საკონდიტროს Lady M Confections-ის კურიერს ბრალი წაუყენეს.
New York Post-ის ცნობით, საკონდიტროს მომმარაგებელ მამაკაცს მაღაზიიდან ნამცხვრების მოპარვას ედავებიან. კერძოდ, როგორც გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეო-მასალიდან გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში საკონდიტროს ძვირადღირებულ ნამცხვრებს იპარავდა და ყიდდა.
მთლიანობაში მან ტორტის 1020 ნაჭერი მოიპარა და თითო 90 დოლარად გაყიდა. მაღაზიამ კი, 90.000 დოლარით იზარალა.
სასამართლომ საკონდიტროს კურიერი დამნაშავედ ცნო. მას კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს.

























