მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო პროცესი იწყება

სემ ბენკმენ-ფრიდი

ნიუ-იორკის მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის პროცესი იწყება. ეს პროცესი კრიპტობირჟის გაკოტრების სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

ამერიკელი ანტრეპრენიორის წინააღმდეგ, ჯამში, შვიდი ბრალდებაა წარმოდგენილი, რომლებიც კრიპტობირჟის მაღალი მენეჯმენტის მიერ დეპოზიტარების თანხების უკანონო გამოყენებას ეხება.

ხაზგასასმელია, რომ FTX-ის საერთაშორისო პლატფორმა ბაჰამის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული, რის გამოც ფინანსური ანგარეიშების გასაჯაროების ვალდებულება არ ჰქონდა. პარალელურად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიებიდან გაირკვა, რომ კრიპტობირჟა FTX-ისა და ტრეიდინგ-კომპანია Alameda Research-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს არალეგალური გზით წვდომა ჰქონდათ კლიენტების კუთვნილ 65 მილიარდ დოლართან, თანხის ნაწილით კი ისინი თვითმფრინავებს, იახტებს, ძვირად ღირებულ სახლებსა და ნივთებს ყიდულობდნენ.

საქმე ისაა, რომ FTX-ს არ ჰქონდა კლიენტების აქტივების თვითნებურად განკარგვის უფლება და ეს კომპანიის შიდა წესდებაშიც იყო გაწერილი, მაგრამ როგორც ირკვევა, კომპანიის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა Alameda Research-ის ხელმძღვანელს, გარი ვენგს დაავალა, პლატფორმის სისტემაში ჩაეშენებინა ე.წ. ხვრელი, რომელიც ტრეიდინგ-პლატფორმას საშუალებას მისცემდა FTX-ზე შენახული კლიენტების აქტივები დაუკითხავად გაეტანათ, პირადი მოხმარების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები