მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნიურნბერგმა” ლუკა ლოჩოშვილი €1 მილიონად იყიდა

ლოჩოშვილი ნიურნბერგში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “კრემონეზეს” მცველი ლუკა ლოჩოშვილი აპენინებზე გატარებული სამი წლის შემდეგ ადგილსამყოფელს იცვლის. 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლოჩოშვილი “ნიურნბერგს” შეუერთდება, რომელმაც გასული სეზონი მეორე ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე დაასრულა.

ცნობისთვის “ნიურნბერგი” ბუნდესლიგაში უკანასკნელად 2018/19 წლების სეზონში ასპარეზობდა, ახლა კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზეა.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი “კრემონეზეს” 2022 წელს ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” შეუერთდა. იტალიურ გუნდში მან 63-ჯერ ითამაშა მათ შორის, პირველი სეზონი სერია A-შიც. თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის გამოც იანვარში “სალერნიტანაში” გაანათხოვრეს. ახალ გუნდში ის მუდმივად თამაშობდა, მაგრამ კლუბი სერია C-ში გავარდა, შესაბამისად, ლუკამ და მისმა გარემოცვამ სატრანსფერო ფანჯარაზე ადგილის გამოცვლა გადაწყვიტეს.

გეტყვით იმასაც, რომ მეორე ბუნდესლიგის 2025/26 წლების სეზონი პირველ აგვისტოს განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები