„ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორის მირზა ხინიკაძის შეფასებით, ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობის მიუხედავად, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა. ამის შესახებ მან კლინიკების წარმომადგენლების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი და აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4 000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა.
კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი, კლინიკები აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის როლი და სამედიცინო პერსონალი მადლიერების და პატივისცემის ღირსია. ხალხიც მეტ-ნაკლებად დაიმედებულია და იმედია, რომ ამ პიკს გადავიტანთ და ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით“, - განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

























