მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნივრის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

ნიორი

წელს, საქართველოში ნივრის იმპორტი გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საქართველომ $142 ათასის 116 ტონა ნიორი იყიდა. მაშინ, როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში $53 ათასის 93 ტონა ნიორი ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას იმპორტი 24.7%-ით გაიზარდა.

ქვეყნისთვის ნივრის მთავარი იმპორტიორი ჩინეთია, სადაც საქართველომ წელს ნივრის სრული მარაგი შეიძინა.

რაც შეეხება გასულ წელს, 2024 წელს საქართველომ $3,1 მლნ-ის 2,848 ტონა ნიორი იყიდა, ხოლო 2023 წელს, $1,3 მლნ-ის 2,015 ტონა ნიორი ჰქონდა შეძენილი. შესაბამისად, გასულ წელს, ნივრის იმპორტი 41.3%-ით გაიზარდა.

2024 წლის ნივრის მთავარი საიმპორტო ბაზრები ასეთია იყო:

  1. ჩინეთი - $1,6 მლნ, 1,381 ტონა;
  2. ყაზახეთი - $1 მლნ, 948 ტონა;
  3. ირანი - $222 ათასი, 343 ტონა;
  4. ყირგიზეთი - $142 ათასი, 109 ტონა;
  5. თურქეთი - $36 ათასი, 65 ტონა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ნივრის ღირებულება 24%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები