მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნივრის თესლს აჭარელ ფერმერებს კომპანია "ქართული მოცვი" მიაწვდის

5ad0db2f4c55f
თამუნა დემეტრაშვილი
14.04.18 10:30
1114
ნივრის თესლს აჭარელ ფერმერებს კომპანია "ქართული მოცვი" მიაწვდის. აგროპროდუქტების მართვის ცენტრის მიერ გამოხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელთანაც 525 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი უკვე გაფორმდა. შპს "ქართული მოცვი“ ვალდებულებას იღებს ფერმერები "ლუბაშის“ ჯიშის ნივრის ბოლქვებით უზრუნველყოს. როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული აღნიშნულ სათესლე მასალას კომპანია უკრაინიდან შემოიტანს.

ჯამში აგროპროდუქტების მართვის ცენტრი 48 ათას კილოგრამ ნივრის ბოლქვებს შეიძენს.

ნივრის სათესლე მასალა აჭარის მაღალმთიანეთში, ფერმერებს დაურიგდებათ, მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ტენდერში გამარჯვებულმა ბოლქვების მიწოდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან -25 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები