ნობელის პრემია ეკონომიკაში ხელშეკრულებების თეორიის ავტორებს გადაეცათ. პრემია ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ოლივერ ჰარტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ბენგტ ჰოლმსტრიომმა აიღეს.
„თანამედროვე ეკონომიკის შენარჩუნება დიდი რაოდენობის ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. ეკონომისტების მიერ შემუშავებული ახალი თეორიული ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია, რადგან ინსტიტუტებსა და აგენტებს შორის კონტრაქტების დადების მექანიზმს ამარტივებს“, - ნათქვამია ნობელი კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

























