საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში 3 950 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,6%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, ნოემბერში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 6 173,3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 5.4%-იან ზრდას ნიშნავს.
ცნობისთვის, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 პროცენტი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევაში, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში.

























