მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ჯამურად ₾0.5 მილიონზე მეტს მიიღებენ - სასამართლო გუშაგი

სასამართლო
12.11.24 18:19
1332

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ, რომელიც საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ინფორმაციას საქართველოს სასამართლო გუშაგი ავრცელებს.

"მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.

დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო", - ნათქვამია სასამართლო გუშაგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ორგანული კანონის მიხედვით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით შემდეგია:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 5 800 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 5 600 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისა – 5 300 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა – 5 000 ლარი;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა – 4 600 ლარი;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისა – 4 300 ლარი;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლისა – 4 000 ლარი.

აქედან გამომდინარე, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, ჯამურად შემდეგი რაოდენობის თანხა გამოწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები