საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2,2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება 2018 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურ ზრდას, იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევაში, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში.

























