მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველოში ინფლაციამ 1.9% შეადგინა

5c04d9e61618f
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.18 11:21
689
2018 წლის ნოემბერში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 1.9% შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად - 5.5%-ით ჯანდაცვის სექტორშია გაზრდილი, ასევე, 4.6%-ით თამბაქოსა და ალკოჰოლზე. სურსათის ღირებულება კი 0.8%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ სექტორში - მაგალითად კავშირგაბმულობის სექტორში ფასების შემცირებაც შეიმჩნევა.

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,5 პროცენტით, რაც 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,5 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ინფლაციის 1.9%-იანი ნიშნული ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაციის - 3%-ის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები