მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულ დანახარჯებს ყველაზე მაღალი წილი უკავია - თიბისი კაპიტალი

სუპერმარკეტი იფნლაცია სურსათი

2024 წლის ნოემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია. ნოემბერში უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულ დანახარჯებს ყველაზე მაღალი წილი უკავია

თიბისი კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის განახლებული მიმოხილვით, ნოემბერში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა, ხოლო თიბისი ბანკის არხებით საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 16 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3.1%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ნოემბერში სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა.

„უნაღდო დანახარჯების განაწილებამ საქონელსა და მომსახურებაზე 66% და 34% შეადგინა, შესაბამისად. მონაცემებიდან გამოიკვეთა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქონელზე გაწეული ხარჯების უდიდესი წილი ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ნოემბერში დაფიქსირდა.

რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 13% შეადგინა. სურსათზე დანახარჯების წილი, როგორც ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორია ჯამურ უნაღდო დანახარჯებში თიბისი ბანკის არხებით 25%-ს გაუტოლდა“, - აღნიშნავენ მომხმარებლის დანახარჯების მიმოხილვის ავტორები.

მიმოხილვის მიხედვით, „თიბისი ბანკის“ არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდის ტემპმა 21% შეადგინა. უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები