მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისგან საჩუქრად არგენტინის ნაკრების მაისური მიიღო

ნონა და მესი

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, ქართველ “ჭადრაკის დედოფლად” წოდებულ ნონა გაფრინდაშვილს მადლობის ნიშნად საკუთარი ხელმოწერით, არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური გაუგზავნა.

მოჭადრაკისა და ფეხბურთელის კავშირი 2021 წელს იწყება, როდესაც გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მესიმ საჩუქრად “ბარსელონას” ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა.
საპირისპიროდ კი 2021 წელს არგენტინის კოპა ამერიკის მოგების აღსანიშნავად, ნონამ ლეოს “ზარაფხანას” მიერ დამზადებული მოოქრული, საიუველირო საჭადრაკო დაფა გაუგზავნა.



ნონა გაფრინდაშვილის Youtube გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში მაისურის მიღების გარდა, ლეო მესის სამადლობელი სიტყვაც არის განთავსებული:

“გამარჯობა ნონა, პირველ რიგში თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა. როგორც იქნა, ამდენი ხნისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, საჩუქარი ჩამომივიდა. კიდევ ერთხელ მადლობა და გულითადი მოკითხვა. ასევე გიგზავნით ეროვნული ნაკრების ხელმოწერილ მაისურს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“ - ნათქვამია ლეო მესის ვიდეო მიმართვაში.

საჩუქრების მიმოცვლას ორგანიზება არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურის სამინისტრომ და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ გაუწიეს. პროცესს კი შუამავლობა საქართველოს ელჩმა არგენტინაში გვარამ ხანდამიშვილმა გაუწია, რომელმაც მხარეებს საჩუქრები პირადად გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები