მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

5a5f23b6d4fd9
BM.GE
17.01.18 14:19
1780
ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები გუშინ ჩატარდა და ბიზნესასოციაციის წევრებმა ბორდი და ასოციაციის პრეზდენტი 4 წლის ვადით აირჩიეს.

ნონა მამულაშვილი პარალელურად საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტის პოსტაც იკავებს და ამ თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს.

Bm.ge-სთან საუბრისას ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ახალ თანამდებობაზე საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს და აპირებს, ასოციაციის მეშვეობით გააქტიუროს შვეიცარიელი ბიზნესმენები საქართველოში და პირიქით.

„წელს ველოდებით EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებს და წელს იქნება საკმაოდ აქტიური პერიოდი ამ მიმართულებით. ვეცდებით, საქართველოთი შევიცარიელი ინვესტორები დავაინტერესოთ და რაც მთავარია, საქართველოდან გავიყვანოთ ქართველი ბიზნესმენები შვეიცარიაში“,- აცხადებს მამულაშვილი.

შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის 2005 წლიდან მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები