მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდება

6374a5f00932c
BM.GE
16.11.22 12:54
634
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ნონა მამულაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

ნონა მამულაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა.

საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტმა მოამზადა დასკვნა. დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრი საარჩევნო სუბიექტის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით გახდა და დღემდე ამავე ფრაქციის წევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები