მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nord Stream 2-ის მშენებელმა კომპანიამ თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადა - მედია

621e661bd9214
თამთა ჯიჯავაძე
01.03.22 22:28
738
გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებელმა კომპანიამ Nord Stream 2 AG-მა თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს.

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენი Nord Stream 2 სანამ ამუშავდებოდა, მანამდე გაჩერდა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” ცნობაა.

შედეგად აშშ-მა Nord Stream 2 AG-ს სანქციები დაუწესა.

Nord Stream AG შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც „გაზპრომი“ ფლობს.

რაც შეეხება თავად Nord Stream 2-ის პროექტს, 11-მილიარდ დოლარიანი პროექტი გასულ წელს დასრულდა. მან რუსეთში მოპოვებული გაზის ევროპაში ექსპორტი უნდა გააორმაგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები