8-9 ივნისს საქართველოში პირველი ნორდიკული ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სკანდინავიურ მიდგომებს ურბანიზმის, ტექნოლოგიების, აქტიური მოქალაქეობის, ინოვაციების, ლიტერატურისა და მრავალი სხვა მიმართულებით.სკანდინავიის ქვეყნების ღირებულებები დაფუძნებულია თანასწორობის, მდგრადობის, ინოვაციის, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე. აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებენ ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობისა, თუ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით.
კერძოდ კი: - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 166 ქვეყანას შორის სკანდინავიური ქვეყნები პირველ ათეულში არიან, სადაც ფინეთი, შვედეთი და დანია, პირველ სამ ადგილს იყოფენ. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, „ინოვაციის გლობალური ინდექსის“ 2023 წლის მონაცემით, 132 ეკონომიკას შორის, შვედეთს - მეორე ადგილი უკავია, ფინეთს - მეექვსე, დანიას - მეცხრე და ნორვეგიას კი მეცხრამეტე. ამასთან, 2024 წლის გარემოსდაცვითი ინდექსის, EPI-ს, მიხედვით, სკანდინავიური ქვეყნები პირველ ათეულში არიან. რა მიზანს ემსახურება ნორდიკული დღეები, რა არის დაგეგმილი, და რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები ბიზნეს სექტორისთვის;
სტუმრები:სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
თამარ დათუაშვილი - შვედეთის სამეფოს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პოლიტიკურ საკითხთა ოფიცერი;
გიორგი ჭუმბურიძე - დანიის სამეფოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი;