მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორიო-ლილოს ჩავარდნილ ხიდზე ასფალტი 2 წლის წინ დააგეს - კონტრაქტორის განმარტებით, მათ მხოლოდ ასფალტის დაგება ევალებოდათ

ნორიო

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ხიდზე საგზაო სამუშაოები ორი წლის წინ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერის ფარგლებში ჩატარდა, რაც ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის 3.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა. ადგილზე საგზაო სამუშაოები 2.2 მილიონ ლარად კომპანია “გურია ენერჯიმ” ჩაატარა.

კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, რომ კონტრაქტის ფარგლებში მათ აღნიშნულ ხიდზე მხოლოდ ასფალტის საფარი დააგეს.

“ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,”- ნათქვამია გარდაბნის მერიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები