ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
როგორც BM.ge-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, დაშავებული არ არის.
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.
ფოტოს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.