ნორიოს ნაგავსაყრელ პოლიგონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოსთან მდებარე ნაგავსაყრელი პოლიგონის I და II უჯრედების რეკონსტრუქციისა და III უჯრედის მშენებლობის ნებართვა გასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ.
პოლიგონს „თბილსერვისის ჯგუფი“ აშენებს. ნებართვის მიხედვით, მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.