მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგია ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

57b41eb5a95ea
BM.GE
17.08.16 12:19
15332
ნორვეგიის მთავრობა ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ეროვნული სატრანსპორტო გეგმის თანახმად, ქვეყანა ასეთი მანქანების ექსპლოატაციაში მიღებას 2025 წლიდან აპირებს, - წერს Deutsche Welle.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფოს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ნორვეგიაში ჰაერის დაბინძურების მესამედი სწორედ სატრანსპორტო სექტორზე მოდის. ამას ისიც ემატება, რომ ნორვეგიის მთავრობის გეგმით, 2030 წლიდან ყველა გემი და ბორანი გამონაბოლქვის გარეშე უნდა იყოს, საჰაერო და ტვირთგადამზიდი ტრანსპორტი კი ბიო საწვავზე გადავა. გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია ნორვეგიის მთავრობის გეგმას აკრიტიკებს.

ნორვეგია ელექტრომობილების გაყიდვის მხრივ ევროპაში ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილის შეძენა საგადასახადო შეღავათებით და გარკვეული საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებით არის წახალისებული. ამავე დროს, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოპოვების უმეტესი წილი წყლისა და ქარის ენერგიის საშუალებით ხდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები