მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კომპანიებს მოუწოდებს, AI-ს გამო კადრები არ შეამცირონ

ნიკოლაი ტანგენი

$2.2 ტრილიონიანი ნორვეგიის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ტანგენმა კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას თანამშრომლების მასობრივი დათხოვნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. იგი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მხოლოდ ხარჯების შემცირებისთვის გამოყენება საზოგადოების მხრიდან მწვავე უკურეაქციას გამოიწვევს.

ტანგენის განცხადებით, AI-ს დანერგვის რეალური მიზანი შრომის პროდუქტიულობის გაზრდა და საერთო კეთილდღეობისთვის ხელის შეწყობა უნდა იყოს და არა საოპერაციო ხარჯების დასაქმებულთა გაშვების ფასად შემცირება. მისი განმარტებით, დღეს ადამიანები AI-თი ჩანაცვლების საფრთხეს გრძნობენ, ამიტომ ხელოვნურად ცდილობენ ინოვაციების ინტეგრირების შეფერხებას. შესაბამისად, თუ AI-ს დანერგვის მიზანი კომპანიის მხრიდან გაცხადებულად მათი პროდუქტიულობის გაზრდა იქნება, ეს სარგებელს მოუტანს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს.

როგორც ირკვევა, თავად ნორვეგიულ ფონდში დასაქმებული 700 ადამიანიდან ნახევარზე მეტი საკუთარ AI ინსტრუმენტებს დამოუკიდებლად ავითარებს. ტანგენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ბაზარზე წილის გასაზრდელად და ეფექტიანობისთვის არის საჭირო და რომ ეს სუვერენულ ფონდში ყველას კარგად ესმის. რაც მთავარია, ორგანიზაცია კადრების შემცირებას არ გეგმავს. ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, რომ AI-ს ინტეგრირებამ და ყველასთვის ხელმისაწვდომობამ პროდუქტიულობა რეალურად გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის სუვერენული ფონდი ქვეყნის ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს და ის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ფონდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები