მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა აქციები კიდევ 6 ისრაელური კომპანიაში გაყიდა

ისრაელ-ჰამასის ომი
BM. GE
19.08.25 02:00
508

ნორვეგიის $2-ტრილიონიანმა სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, რომელსაც სამთავრობო საპენსიო ფონდსაც უწოდებენ, თანამშრომლობა კიდევ 6 ისრაელურ კომპანიასთან გაწყვიტა. ფონდის ეთიკის კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნული კომპანიები იორდანიის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში საომარ მოქმედებებთან არიან დაკავშირებულნი.

ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, ეთიკის საბჭოს მოკვლევების მასშტაბი მას შემდეგ გააფართოვა, რაც რამდენიმე კვირის წინ Bet Shemesh Engines-სა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის მტკიცებულება აღმოაჩინა. მაშინ ფონდმა თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელთან ერთად სხვა 10 კომპანიაში ჩადებული წილებიც გაყიდა. ახლა კი ამ რიცხვს კიდევ 6 დაემატა.

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდში აცხადებენ, რომ ისრაელური კომპანიების შემოწმებას აქტიურად გააგრძელებენ და შემდგომ გადაწყვეტილებებს ყოველ კვარტალში ერთხელ მიიღებენ. თუ ეთიკის საბჭო ჩათვლის, რომ რომელიმე კომპანია მიმდინარე ომში პირდაპირ ან ირიბადაა ჩართული, ფონდი მასში ჩადებულ აქციებს გაყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები