მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიის სუვერენულმა ფონდმა მანჰეტენზე მდებარე ცათამბჯენის წილების 95% შეიძინა

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა მანჰეტენზე მდებარე საოფისე ნაგებობის 95%-იანი წილი $543 მილიონად იყიდა. ცათამბჯენი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ უბანში მდებარეობს და ის $571 მილიონად არის შეფასებული. ობიექტის დანარჩენ 5%-იან წილს Beacon Capital Partners-სი მიიღებს და მისი ყოველდღიურ მენეჯმენტზეც თავად აიღებს პასუხისმგებლობას.

მსოფლიოში უმსხვილესი ფონდის მიერ ცათამბჯენის წილების 95%-ის შეძენა მიანიშნებს, რომ მსგავსი უძრავი ქონების მიმართ ინსტიტუციური ნდობა იზრდება, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიც ნიუ-იორკია. შედარებისთვის, გასულ წლებში ბაზარზე არსებული გაურკვევლობების გამო ფონდმა არაერთი უძრავი ქონების წილები გაყიდა.

სექტორის ექსპერტები მოელიან, რომ უმსხვილესი ფონდის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უძრავ ქონებაში ინვესტირების ინტერესს სხვა ინსტიტუციურ აქტორებშიც გააჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები