მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი გაიზრდება

62418748d7fc1
BM.GE
28.03.22 14:20
504
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება.

კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.

„წარმოდგენილი ცვლილება გამორიცხავს არსებული დამატებით მექანიზმის არსებობას ანუ იხსნება მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილება და ყველა ნოტარიუსი შეძლებს უფლებამოსილება 70 წლამდე განახორციელოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები