ფრანგული მედიის ცნობით, არქიტექტორის ხედვით, პარიზის უმნიშვნელოვანესი მონუმენტის შუშის სახურავის კიდეებსა და ეზოში ბაღი იქნება გაშენებული, იქ მოყვანილ პროდუქტს კი უსახლკაროებს გადაუნაწილებენ.
პროექტს ახლო მომავალში საფრანგეთის მთავრობაში განიხილავენ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დამტკიცდება თუ არა არაორდინალური შეთავაზება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში 15 აპრილს გაჩენილმა ცეცხლმა ისტორიული შენობის სახურავის დიდი ნაწილი გაანადგურა. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამს 5 წლის განმავლობაში სრულად აღადგენინებს.

























