საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, კიდევ ერთი კომპანია, ამჯერად ნოვა გახდა. სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია ნოვა, საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოებას განაგრძობს და 2024 წლიდან ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე დიდი ქალაქების გარდა, რეგიონში ფილიალების გახსნასაც გეგმავს. როგორია თანამშრომლობის მოლოდინი და გეგმები, რომელსაც ნოვა მიმდინარე წელს განახორციელებს?
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ედიშერ ხიმშიაშვილი - "ნოვას" გენერალური დირექტორი