მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნოვა“ – ერთი გაჩერება სრული რემონტისთვის

ნოვა
07.06.24 18:42
848

თუ რემონტი, განსაკუთრებით კი სარემონტო მასალების შეძენა, დამღლელ და შრომატევად პროცესად მიგაჩნიათ, დროა, დამოკიდებულება შეცვალოთ. საქმე ისაა, რომ ყველაფერი, რაც რემონტისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი გაჩერებით, ერთი მისვლით სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვაში“ შეიძინოთ. შესაბამისად, დაზოგოთ დრო, ძალისხმევა და ფინანსები.

არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ რემონტს, შუა პროცესში ხართ თუ საბოლოო ეტაპზე გადახვედით – „ნოვაში“ დაგხვდებათ ნებისმიერი დანიშნულების პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტი. ერთ სივრცეში აღმოაჩენთ იატაკის საფარებს, კარებს, სახურავებს, საღებავებს, სანტექნიკისთუ ელექტრობისთვის საჭირო მასალებს, ხელსაწყოებს, დეკორაციებს… ჩამონათვალი უსასრულოდ რომ არ გავაგრძელოთ, ესტუმრეთ „ნოვას“ ოფიციალურ ვებგვერდს და იხილეთ სრული პროდუქცია ონლაინმისამართზე: https://nova.ge/

მეტიც, ორი თვის განმავლობაში „ნოვა“ შემოგთავაზებთ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და აქციებს. ყოველ შაბათ-კვირას კი მეგაცენტრებში სხვადასხვა კატეგორიაზე სპეციალური ფასდაკლებები დაგხვდებათ, რომლებიც კონკრეტულ კატეგორიაში არსებულ სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება, რაც დაგეხმარებათ, კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება და შეთავაზება მიიღოთ თქვენთვის სასურველ პროდუქტებზე.

„ნოვას“ მეგაცენტრებში სტუმრობას საქართველოს 8 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, მარნეულში, ხაშურსა და ახალციხეში – შეძლებთ. მისამართების დეტალურად სანახავად გადადით ბმულზე: https://nova.ge/branches.

„ნოვაში“ რემონტის სეზონი დაიწყო, შეიძინეთ ყველა მასალა ერთი გაჩერებით, ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით და გახადეთ რემონტის პროცესი სასიამოვნო და სახალისო!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები