მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მლნ ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

იუბილარი ნოვა დაარსების 20 წლისთავს აღნიშნავს, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მნიშვნელოვანი ამბით ხვდება როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენი კაპიტალის ბაზრისთვის. „ნოვამ“ 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა. ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% - 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის. ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიულ ინვესტორს წარმოადგენს. აქვე იმასაც გეტყვით რომ სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში “ნოვამ” Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო.

მოზიდულ სახსრებს კომპანია ნოვა საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს. NOVA დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. კომპანიის ფილიალები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები