მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნოვას” დამფუძნებელი ამერიკულ Forbes-ში

BM.GE
27.12.22 09:21
393
ამერიკულმა Forbes-მა ჟურნალის საერთაშორისო გამოცემებიდან სამეწარმეო კაპიტალიზმის ისტორიები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით, Forbes-ის 44 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტსა და 15 დროით სარტყელს მოიცავს და 26 ენაზეა წარმოდგენილი.Forbes-ის საერთაშორისო გამოცემების სამეწარმეო ისტორიების ჩამონათვალში საქართველოდან „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე მოხვდა. 

მან „ნოვა“ ოთხ მეგობართან ერთად 2006 წელს დააარსა. გასულ წელს კომპანიამ გაყიდვებიდან $60 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. „ნოვა“, სადაც ამჟამად 900 ადამიანია დასაქმებული, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებასა და საცალო გაყიდვებს აერთიანებს. 

Forbes-ის ამერიკულ გამოცემაში მოხვედრას „ნოვა“ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. „ნოვას გუნდი ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძის შესახებ Forbes-ის ამერიკული გამოცემა წერს. ჩვენ ერთად ვქმნით ქართულს“, – წერს კომპანია სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები