“ნოვასა” და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ კომპანიების წარმომადგენლებმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადეს.
მემორანდუმის ფარგლებში, “ნოვამ” საზოგადოებრივ კოლეჯში ენერგო ეფექტური სახლის მაკეტი დადგა, რომელიც სტუდენტებს ამ მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის მიღებაში დაეხმარება.
როგორც ნაზი მაზანიშვილი ამბობს, „ნოვას“ მიზანია, სასწავლო პრაქტიკულ აუდიტორიაში გადაამზადონ პროფესიონალი კადრები, რომლებიც ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალების სწორად გამოყენებას შეძლებენ პრაქტიკაში. იგეგმება სასწავლო პრაქტიკული კურსის შედგენა, სპექტრთან ერთად.
“ევროკავშირის კონვენციის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებული ხდება, არსებული შენობები გარდაიქმნას ენერგო ეფექტურად და ახალი დაიგეგმოს საძირკველიდან, როგორც - ენერგოეფექტური. აქედან გამომდინარე, სტუდენტებიდან იყო თხოვნა, რომ ეს აუდიტორია გაგვეკეთებინა. შემდეგ აღმოვაჩინეთ „სპექტრი“, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ჩვენი კვლევების თანახმად, შემოგვაქვს ხარისხიანი ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალები, რომლებსაც სწორად პრაქტიკაში ვერ იყენებენ და ადამიანები ვერ იღებენ იმ შედეგს, რაც გადაიხადეს, რამაც მომავალში უნდა მისცეს საკმაოდ ისეთი შედეგი, რომ ენერგოეფექტური მასალების ღირებულება გაუნულდეს ენერგორესურსების ხარჯზე. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აუდიტორია, რომელიც იქნებოდა პრაქტიკული სასწავლო სტენდი. განვათევსეთ მინი ენერგოეფექტური სახლის მაკეტი, საძირკველიდან სახურავის ჩათვლით, როგორ უნდა გაკეთდეს. თბოიზოლაცია სახლის საძურკველის სახურავის ყველა ტიპი წარმოვადგინეთ. ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ჩვენ სპექტრთან ერთად შევძლოთ მოვამზადოთ პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ სწორად ააშენონ ენერგოეფექტური სახლები“, - ამბობს "ნოვას“ პიარის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზი მაზანიშვილი.
კომპანია “ნოვამ” მსგავსი აუდიტორია სამხატვრო აკადემიაში, მომავალი არქიტექტორებისთვისაც გააკეთა, რომელთაც მანამდე საშუალება არ ჰქონდათ ენერგოეფექტური მასალები ეხილათ ფიზიკურად და ისე დაეგეგმათ ენერგო ეფექტური შენობები.

























