მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novavax-ის COVID-19-ის ვაქცინების წარმოება სამხრეთ კორეაშიც დაიწყება

60a962110c465
BM.GE
22.05.21 23:44
773
ამერიკულმა კომპანია Novavax-მა სამხრეთ კორეის ბიოტექნოლოგიურ კომპანია SK Bioscience Co Ltd-სთან კორონავირუსის ვაქცინის წარმოების დაწყების შესახებ გააფორმა ხელშეკრულება. 

Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში დამზადებული ვაქცინები როგორც კორეის, ასევე გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. 

თავად Novavax-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის კანდიდატის შესახებ არსებობდა მოლოდინი, რომ ის საგანგებო გამოყენების ნებართვის მიღებისთვის აშშ-ის მარეგულირებელს დოკუმენტაციას 2021 წლის მეორე კვარტალში წარადგენდა, თუმცა განახლებული ინფორმაციის თანახმად, ამ მონაცემების წარდგენა მესამე კვარტალში მოხდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები