მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novavax-ის covid-ვაქცინამ კლინიკურ კვლევებში 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

6013febab8dcc
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.21 18:24
570
Novavax-ის კორონვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიმდნარეობდა, 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ კვლევაში 18-დან 85 წლამდე 15 000 ადამიანი იყო ჩართული, რომელთა 27% 65 წელს გადაცილებული პირები იყვნენ.

რაც შეეხება ვირუსის ახალ შტამებს, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტესტირებისას, ვაქცინის ეფექტიანობამ 60% შეადგინა.

კომპანიაში შედეგებს შთამბეჭდავს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინის მასობრივ წარმოებას, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში დაიწყებენ, რადგანაც მარეგულირებლისგან დამტკიცებას ამ პერიოდში ელოდებიან.

ვაქცინის 60 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს დიდ ბრიტანეთს და დამტკიცების შემთხვევაში, ეს უკვე მე-4 ვაქცინა იქნება, რომელსაც ბრიტანეთში გამოიყენებენ.

ახალი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „კარგი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები