მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novavax-ის კოვიდვაქცინამ აშშ-ში ავტორიზაცია მიიღო

61f8e2c821a1c
თათია კაკიაშვილი
01.02.22 22:11
874
რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ ერთმა მწარმოებელმა კომპანია Novavax-მა აშშ-ში ავტორიზაცია მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში Novavax-ით ვაქცინაცია ნებადართული გახდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიის ავტორიზაცია ეფუძნება იანვარში აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისთვის მიწოდებულ მონაცემებს და შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ორი კვლევის შედეგებს, რომლებმაც აჩვენა, რომ ცილაზე დაფუძნებულ ვაქცინას დაახლოებით 90%-იანი ეფექტიანობა აქვს.

„გვჯერა, რომ ჩვენი ვაქცინით მოსახლეობას განსხვავებულ ვარიანტს შევთავაზებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინების პორტფოლიოს ალტერნატივა COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა Novavax-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტენლი ერკმა.

Novavax-ის ვაქცინა Pfizer/BionTech-იდა და Moderna-ს mRNA ვაქცინებთან შედარებით, განსხვავებულ ტექნოლოგიას იყენებს. თუმცა, საგულისხმოა, რომ მეთოდები, რომელიც Novavax-მა ვაქცინის ეფექტიანობის შესამოწმებლად გამოიყენა, მარეგულირებელთა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 90%-ზე მეტად ეფექტიანი იყო კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტების, მათ შორის დელტას წინააღმდეგ. მოგვიანებით, დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებული ადრეული მონაცემების მიხედვით, ვაქცინა ასევე ეფექტიანია სწრაფად გავრცელებადი „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგაც, რომელიც ახლა ვირუსის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში დომინანტური შტამია.

აშშ-ის ავტორიზაციას ახლა ევროპული მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მოჰყვება, რაც გზას უხსნის Novavax-ის ვაქცინის გამოყენებას ევროპაში, ისევე როგორც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები