ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა 16 მილიარდ 500 მილიონ დოლარად ამერიკული კომპანიის, Catalent-ის შესყიდვა გადაწყვიტა.
ზემოხსენებული კომპანია წამლებს აწარმოებს და მას FDA-ს მხრიდან სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული, რაც Novo Nordisk-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს.
ფარმაკოლოგიურ კომპანიას თავისი ბესტსელერის, Wegovy-ს წარმოების გაზრდა სურს, რომელიც ბოლო დროს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პრეპარატად იქცა. წონაში კლების მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, Novo Nordisk-ის აქციონერები ფიქრობენ, რომ კომპანიამ საწარმოო შესაძლებლობები უნდა გაზარდოს, სწორედ ამიტომ მის პორტფელს კიდევ ერთი ქარხანა დაემატება, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატშია ბაზირებული.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Novo Nordisk-ის კაპიტალიზაცია 524 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ევროპის უმსხვილესი კომპანიაა. წონაში კლების მედიკამენტების ბაზარზე რევოლუციის მოხდენის გარდა, Novo Nordisk-ს კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთი დიდი დამსახურება აქვს - მან პირველი კომერციული ინსულინი შექმნა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.