მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, ყველაფერი კეთდება - მინისტრი ვაქცინაციაზე

6089780fbde06
თელარა გელანტია
28.04.21 18:56
601
„ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში დეპუტატების იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ვაქცინაციის ტემპს შეეხებოდა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის 60%-ის აცრა დათქმულ ვადებში მოხერხდება.

„ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება. ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აცრებიან. არაა საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწლა. ეს პროცესი ვითარდება. დადებითი დინამიკაა; უბრალოდ, საჭიროა მოთმინება, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე.

დარწმუნებული ვარ, დათქმული ვადები, როდესაც ჩვენ უნდა გვყავდეს მოსახლეობის 60% აცრილი, იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები